"რამდენჯერ მიფიქრია (და ალბათ თქვენც გიფიქრიათ) გულზე, ამ პატარა
ორგანოზე, რომელიც რამდენ რამეს იტევს, ითმენს, ტკივა… მაშინ გიფიქრიათ ალბათ ამაზე,
როცა ძალიან, ძალიან გყვარებიათ… ალბათ ყველაზე ნაკლებად ამ დროს სამშობლოს სიყვარულზე,
სამშობლოში დაბრუნებისას გულის გამალებით ძგერაზე გიფიქრიათ… სამშობლოს ხსენებაზე აქვე
გამახსენდა ნოდარ დუმბაძის ფრაზა:
“იქნებ ვაზია სამშობლო? აბა დააკვირდით: თუ დაბლარია დაჩოქილმა უნდა
დაკრიფო, თუ მაღლარია ცაში ხელაპყრობილმა, ორთავე საოცრად ჰგავს ლოცვას. ლოცვა კი ისე
არაფერს უხდება, როგორც სამშობლოს.”
სწორედ სულის ამაფორიაქებელი, სამშობლოს სიყვარულზე დამაფიქრებელი
მოთხრობაა ნიკო ლორთქიფანიძის “გული”, რომლის კითხვისას ჟრუანტელი მივლის.. რომელიც ვთვლი, რომ ნებისმიერ
ქართველს უნდა ჰქონდეს წაკითხული":
ამ მინიატურაში ზოგადფილოსოფიური
თემაა გაშუქებული და თითქოს წმინდა ეროვნული არაფერია. მაგრამ, როცა მიცვალებულის ოთახში
მოხუცი დედა ქვითინით ეუბნება მიცვალებულ შვილს: „ასე გამომიმეტე ქვრივი ოხერი? სადაა
შენი კარგი გული, ამდენის ვაით და ვუით რომ ჩაგიდგი საგულეში?”, მაშინვე სურათს ქართული
იერი ენიჭება და ეს თითქოს განყენებული ,,გული” ეროვნული სულის და ხასიათის მატარებელ
ნაწარმოებად წარმოგვიდგება.
ქვეყანა თავზე გვენგრევა, ხალხმა სიყვარული დაკარგა.
თავისუფლების,სამშობლოს სიყვარული, ერი დაემსგავსა საძოვარზე მიშვებულ ნახირს,რომელსაც
მხოლოდ ერთი საქმე აქვს – სძოვოს. .. „რანი ვართ: სიმართლე უნდა მოგახსენოთ: საძოვარზე
გადაგდებული, გათითოკაცებული, ყოფილი ერი.”
რამაც ჩვენს ქვეყანაში მიგრაცია პოპულარული გახადა. საზოგადოება მასიურად ტოვებს
საქართველოს საზღვრებს, რადგან ფიქრობენ რომ ბედნიერებას უცხო ქვეყანაში იპოვიან და
დაიკმაყოფილებენ იმ ელემენტარულ მატერიალურ სურვილებს, რომელსაც საქართველში ვერ ახერხებენ.
ისინი მიდიან და ტოვებენ ოჯახებს, ნათესავებს, მეგობრებს ... და რა ხდება ამის მერე?
არაფერი... სიცარიელე, სიბნელე,
სიჩუმე.... და მონატრებად ქცეული ოჯახი,მეგობრები, ნათესავები... ოცნება სამშობლოში დაბრუნებაზე... მარტოობის შიში....
და უამრავი სხვა მტანჯველი განცდა, რომელიც მთელ სხეულს შიგნიდან ედება, ღრღნის, აწამებს
და გულს ნელ-ნელა ფერფლად აქცევს... და ბოლოს ტკივილი სიყვარულის, საყვარელი ადამიანები
გვერდით არ არიან და სიკვდილიც ნავარდობს, ის უკვე ადვლად სწვდება სულს და ფერფლად
ქცეული გულიც ჩერდება...
„დის ნაზ ხელს არ გაუსწორებია სასთუმალი; ნაცნობებს არ მოუკითხავთ; დედას
არ დაუყრია ცხარე ცრემლები.“
ის მოკვდა უცხოეთში!
ის მოკვდა უცხოეთში!
საუკეთესო თემაა <3
ReplyDeleteEs analizia xoo?
ReplyDeleteკერესელიძემ მოგცა ხო
Deleteმე მომცა კერესელიძემ დდდდ
Deleteროგორი ამაზრზენია ყველაფერს ასეთი ირონიით რომ უყურებენ 21-ე საუკუნეში
Deleteგულო ჩადექ საგულეში...
ReplyDeleteჩუმად იყავ გარე მტრისა...
ნაზი ხარ და მფეთქავი,როცა გიშლის ნერვებს ვინმე...
და რაც წარსულში დაგვაბრუნებს,
ჩვენი მწარ-ტკბილი მოგონებებია...
გულო ჩადექ საგულეში❤
ნამდვილად საოცარი თემაა<3
ReplyDelete