Saturday, May 24, 2014

არ არსებობს ბედნიერი ცხოვრება, არსებობს ბედნიერი წუთები....






მაშინ, როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ და ვფიქრობ, თუ რა დაეხმარება და უშველის ჩემს უხასიათობას, წარმოვიდგენ ხოლმე მომენტს , რომელიც ნამდვილად გამაბედნიერებდა.ბევრი სიტუაცია შეგიძლია წარმოიდგინო, რომელიც დაგეხმარება, რომ დროებით მოწყდე ხანდახან მოსაწყენ, საშინელ თუ გამაღიზიანებელ რეალობას. მქონია ცხოვრებაში წუთები, როდესაც თავი ყველაზე ცუდ ან უბედურ ადამიანად მიგრძვნია, ძალიან სულელური მიზეზის გამო, მაგრამ გამხსენებია ის ბედნიერი წუთები, რომელთა განმეორება ყველაზე მეტად გამახარებდა.
რთულ მომენტშიც ბედნიერ ადამიანად ვიგრძნობდი თავს, თუ ვიქნებოდი განმარტოებით, თბილ და პატარა სახლში, სადაც ჩუმად ვიჯდებოდი ხალიჩაზე, მექნებოდა პლედი მოხვეული და ბუხართან გავთბებოდი. ცხელი შოკოლადიც არ მაწყენდა.. ყოველთვის თვალწინ მიდგება ეს სიტუაცია, როდესაც განმარტოება ან დასვენება მინდა.

ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვიგრძნობდი თავს იტალიაში რომ დავბადებულიყავი. ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვიგრძნობ თავს, თუ იტალიაში გადავალ საცხოვრებლად, კარგად ავაწყობ საქმეებს, კარგი კარიერა მექნება და თან მეყოლება პატარა ფისო. გავიცნობდი იტალიელ მუჩაჩოს, რომელთანაც შევქმნიდი ოჯახს და ბედნიერად ვიცხოვრებდით. :D :D :D  (ოცნებას კაცი არ მოუკლავსო ნათქვამია).
ბედნიერი ვიქნებოდი, სკეპტიკოსად რომ არ დავბადებულიყავი. ბოლომდე არაფრის მჯერა და ვერავის ვენდობი, რაც ვთვლი,რომ საშინელებაა.
თავს ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ,როდესაც ბებიასთან ერთად ვარ. არ ვიცი ესე განსაკუთრებით რატომ მიყვარს ეს ადამიანი. ვფიქრობ, არავის არ შეუძლია ისე უყვარდეს,  როგორც მე მიყვარს ბებია, ამიტომ მასთან გატარებული 1 წუთიც კი ყველაზე ტკბილ მოგონებად მექცევა ხოლმე.. ყველაზე თბილი, მეგობრული, კეთილი, საყვარელი ადამიანია.
მიყვარს დილა როცა სახლში მარტო ვარ, მუსიკას ვუსმენ და ოთახიდან ოთახში დავბოდიალობ . ამ დროს არავინ მეუბნება მარიამ ჭამე, ჩაიცვი, დალიე :D
მიყვარს წუთები, რომელსაც ჩემს საყვარელ მეგობრებთან ერთად ვატარებ და ღამეებს ვათენებ მათთან ერთად. მიმაჩნია, რომ არც ერთი მათთან გატარებული წამი არ არის ფუჭად დაკარგული.
მიყვარს წუთები, როცა დეიდასთან ვარ, რომელიც ყოველთვის მზადაა მომისმინოს და ჩემთან საუბარში მთელი დღე გალიოს. თან ათასი სასუსნაოთი გამიხალისოს დღე.
მიყვარს  ის წუთები როცა ჩემს ანასთან და თამთასთან ერთად ნაყინს ვჩამ მაკდონალდში, როცა ლექციებზე ჩაბჟირებამდე ვიცინით და შენიშვნების მიუხედავად მაინც ვლაპარაკობთ ათას სისულელეზე.
ბედნიერია ყოველი ის წუთი როცა ჩემს პატარა დას უკნიდან ვეპარები და თმებს ვაწიწკნი, ან უბრალოდ ვაწვალებ ის კი ყველა ძალას ხმარობს ჩემგან თავის დასახსნელად. როცა რაღაც სგიჟეებს ვუყვები და ის ამის გამო ნერვებზე იშლება :D :D :D .
ბედნიერებაა ყოველი დილა, როცა დედა ოთახში შემოდის და ფულს მაგიდაზე მიდებს :D
ბედნიერებაა,  როცა გრძნობ ვიღაცას  ძალიან უყვარხარ და ამ სიყვარულს მუდმივად გამოხატავს.
ბედნიერებაა ის შეგრძენება, როცა 2 თვის უნახავ ლიკას ხედავ, ის კი ჯიუტად გიმეორებს რომ უბრალოდ დრო არ აქვს ხშირად რომ გნახოს.
ბედნიერებაა, ტელეფონზე ანოს ხმის გაგონება: “ -როგორ ხარ დამპალო“ (ან რაღაც ამდაგვარი) და დედაჩემის ზარი საღამოს 10 საათზე: „-მარიამ სახლში მოდი“ :D თიკას ბუზღუნი და კატოს  : „ კაი რა მარიამ, როდის უნდა გაიზარდო? (წარბის აწევით) :D :D
მე ბედნიერი ვარ, როდესაც ზღვაზე ვარ წამოწოლილი და ვუყურებ ღამით ცას, რომელიც ვარსკვლავებით არის მოჭედილი. ბედნიერი ვარ, როდესაც სოფელში ვკითხულობ ბებიაჩემის ძველ წერილებს და წიგნს, რომელიც წლების განმავლობაში ივსებოდა ჩემი ოჯახის წევრების მოგონებებით.ბედნიერი ვარ, რადგან მყავს კარგი სამეგობრო წრე და ოჯახი. ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ვიოცნებო ყველაზე და ყველაფერზე. ბედნიერი ვარ, როდესაც მეუბნებიან, რომ ჩემი შექმნილი/დაწერილი მოწონთ. ბედნიერი ვარ, როდესაც მიზანს ვაღწევ და ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც ირგვლივ ყველა და ყველაფერი კარგადაა.


No comments:

Post a Comment