Saturday, May 24, 2014

ჩემო ძვირფასო მეზობლებო!



გული მტკივა, სული მეხუთება და მინდა გესაუბროთ იმაზე რასაც ძალიან განვიცდი. ვფიქრობ ეს პრობლემა მარტო მე არ მაწუხებს, ეს უკვე საქართველოს მთლიან მაშტაბს ეხება, მაგრამ საიდანღაც ხომ უნდა დაიწყოს ამ პრობლემის აღმოფხვრა... სულ მცირედი ჩვენ ჩვენ თავს ხომ მაინც უნდა ვცეთ პატივი??? –
-მე ინტელიგენტი ვარ!
ამ ფრაზას ხშირად გაიგონებთ დღევანდელი საზოგადოებისგან, თუ ინტელგენტობას არ იჩემებენ პრეტენზია მაინც აქვთ რომ გახდნენ ინტელიგენტები, ილია ჭავშავაძის გმირები ლუარსაბ და დარეჯან თათქარიძეებიც იყვნენ „ვითომ ინტელიგენტები“ .... მაგრამ რა არის ან  ვინ არის ინტელიგენტი??? !!!!  პასუხი დიდხანს ვეძებე და მივაგენი... შეიძლება ეს ჩემი მიგნება თქვენი გადმოსახედიდან მცდარი იყოს, მაგრამ მე ვთვლი და ვფიქრობ რომ ჩემი შეხედულება სწორია და თუ ვინმეს სხვა აზრი და შეხედულება გაქვთ მომიყვანეთ არგუმენტები და დამიმტკიცეთ რატომ ვცდები...
ინტელიგენტი - განათლებული, შეგნებული, კულტურული ადამიანი.
ჩემი აზრით, საქართველოს დღევანდელ რეალობაში ინტელიგენციას საზოგადოების ალბათ 5% წარმოადგენს... ეს ცოტაა არაა??? როცა საქართველოში თითქმის ყველა ოჯახში დიპლომები აწყვია, ამ ოჯახის წევრებს კი თავი შეგნებულ და კულტურულ ადამიანებად მოაქვთ... მაგრამ მთავარი დიპლომი და ღიმილიანი სახით მეზობლების მოკითხვა ხომ არ არის შეგნებულობა და კულკტურა??? კულტურა არც მარტო სახლის დაგვა და სუფთა სამოსის ჩაცმა არაა, არც ჯიპით სრიალი ქუჩებში და არც ფულით გაძეძგილი საფულე...
ჩემი საყვარელბი და ვცხოვრობ, რომელთაც თითქმის ყოველ დღე ვხვდები, ვესალმებ და პატივს ვცემ ... (იმათაც ვუყვარვარ ალბათ სადღაც გულის სიღრმეში და პატივსაც მცემენ ) .... მე ვსაუბრობ ჩემს მეზობლებზე.... ჩემს ინტელიგენტ, კულტურულ და შეგნებულ მეზობლებზე...
ისინი ყოველ დილით დგებიან, სხდებიან მანქანებში და მიდან სამსახურებში წვერ გაპარსულები.... მაგრამ რომელიმეს კულტურა და შეგნება აქვს??? რათქმაუნდა აქვთ, რადგან კულტურა, შეგნება , პატივისცემა და სიყვარული ბევრნაირია.
 მაგალითად: როცა სადარბაზოში ადიხარ და სიგარეტის ბიჩოკებს დაგვილ და ჩარეცხილ სადარბაზოში მეზობელი ქალის საპატივსაცემოდ  დააგდებ,  მერე მთელი ძალით რომ ჩაახველებს და დიდი სიყვარულით კარების წინ რომ დაუფურთხებ, შემდეგ კი შემოგხედავს და გამარჯობას მოკითხვასაც რომ დააყოლებს...
პატივის ცემა არაა ის, როცა სადარბაზოს დაგვი და შემდეგ ნაგავს ქვედა მეზობელს რომ გადამოუხვეტავ კიბეებზე? ამ დროს კი ნაგვის ურნა ლამის სახლის კარზეა მიმაგრებული....
ის კულტურა და შეგნება არაა, როცა აივანზე დადგები და ოცნებობ რაც შეიძლება შორს გადააგდო ნაგავი, თუმცა მერე ხედავ , რომ შენი ნასროლი ნაგავი ხეს ჩამოეკიდა, მაგრამ ეს არაფერია ქარი ამოვარდება და გაფანტავს... ჩვენ სადარბაზოში სავარაუდოდ ღამე კანალიზაციაც არ მუშაობს, რადგან  ყოველ ღამე რაღაც საეჭვო სითხეს ასხავენ ფანჯრიდან... 
ჩემ პატივისცემას თავი დავანებოთ, ჩემი ქვედა მეზობელი უარეს მდგომარეობაშია... ერთხელ დამირეკა და შემომჩვლა, მეკი მას მთელი გულით ვუთანაგრძნე...
-         მარიამ, შვილო გთხოვ გადმოიხედე ჩემი ფანჯრის „რეშოტკებზე“ (უნდოდა ეთქვა გისოსები) „სიბინძურით გაჟღენთილი „ სველი ხელსახოცები ჰკიდია....
პატივისცემა არაა ის როცა მოხუცი მეზობლის ქალი, ვიღაცას 10 ლარს უხდის ყოველ კვირას რომ მისი ფანჯრევის წინ ზედა მეზობლების მიერ გადმოყრილი სიბინძურებიი მოხვეტოს, რადგან მას თავისი ავადმყოფობის გამო ამის ძალა არ შესწევს, ხოლო მოხვეტილი და დასუფთავებული ფანჯრის წინ ზედა სართულის მეზობელი მეორე დთეს აგურებს რომ დაუყრის? ეს ხომ შეგნება და კულტურაა და რაც მთავარია უზომო სიყვარული, პატივისცემა მეზობლის....
იქ სადაც, ეზოში და სადარბაზოში ყელამდე ნაგავი ყრია, როცა მეზობელი მეორე მეზობელს თავზე მზესუმზირის ნაფრცქვენებს აყრის  იქ ინტელიგენტი ბავშვი არასოდეს არ გაიზრდება... მე უკვე გაზრდილი ვარ და ჩემზე არ ვწუხვარ , იფიქრეთ საკუთარი შვილების შინაგან კულტურაზე...

დიდი სიყვარულით თქვენი მარიამი :*

No comments:

Post a Comment