ყველაფერი დაახლოებით ექვსი წლის წინ დაიწყო. მაშინ პატარა გოგო ვიყავი და საკმაოდ გიჯური გატაცებები მქონდა... უბრალო 17 წლის გოგო, რომელსაც არაფერი გაეგებოდა ამ ცხოვრების. ჩემი ტოლები როცა მთელ დღეს სარკესთან ატარებდნენ, იმ იმედით რომ შეიძლებოდა ქუჩაში თავის "პრინცს" შეხვედროდნენ, მე მაგაზე არც კი მქონდა ნაფიქრი და სწორედ მაშინ გამოჩნდა "ის", ხო "ის" ასე ვუწოდებ პირობითად, რომელმაც ბავშვური გრძნობები გააღვიძა ჩემში ცოტა ხნით, მერე კი ისე გაქრა ჩემი ცხოვრებიდან თითქოს არც არასდროს ყოფილა.
დღეს კი უკვე დიდი ვარ. ყველაფერს შესანიშნავად ვაანალიზებ და "პრინცებსაც" ცოტა გავუგე. ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის ჩნდებოდნენ ბიჭები, რომლებზეც გოგოები გიჟდებოდნენ, მაგრამ ისინი ჩემში არანაირ აღფრთოვანებას და გაგიჟებას არ იწვევდნენ. მათ ისე ვექცეოდი როგორც ასანთის ღერებს: ვითამაშებდი, ავანთებდი, ბოლომდე დავწვავდი და მერე თავიდან ვიშორებდი. ეს ერთგვარ სიამოვნებას მანიჭებდა. მეგონა შემეძლო ყველა ბიჭი ჩემი გამხდარიყო ვისაც მოვისურვებდი, მაგრამ ცეცხლთან თამაში სახიფათოა, მეც ფეხი დამიცდა და ამ ცეცხლში გადავეშვი. ჩემი პირველი "ის" სიყვარული გამოჩნდა და თავში ჩამიკაკუნა : "იცი მე აქ ვარ მარიამ და არსად არ წავსულვარო!"
ერთი-ორჯერ facebook-ზე მომწერა, მეც მეგობრულად "წავემეტიჩრე" და მივხვდი, თურმე ის "ის" ისევ არსებობს, სადღაც სიღრმეში. ურთიერთობის აღდგენას ბევრი დრო არ დაჭირვებია, ლაფარაკი სოციალური ქსელით, მერე ერთი მეგობრული შეხვედრა და გაუგებრობის ლაბირინთში დავიკარგე.
ჩემი პრინცი საყვარელი ბიჭია, აი ისეთი ქუჩაში რომ ცოტანი დადიან, მისნაირებს ჟურნალის ყდებზე თუ ნახავთ, ან სარეკლამო რგოლში და გოგოები რომ გიჟდებიან: მაღალი, შავგვრემანი, კურნოსა ცხვირით და ლამაზი ტუჩებით, მამაკაცური მხრებით და მკლავებით, სწორი, გრძელი თითებით, საოცარი მზერით და წყნარი, მშვიდი საუბრით. (მისი ხმის ტემბრი, ინტონაცია ჩემთვის გამაბრუებელი და სასიამოვნოა)
მოკლედ რომ ვთქვა და ბევრი არ ვილაპარაკო, მოვიდა და მითხრა: შენთან მინდა ყოფნა, სულ შენზე ვფიქრობ, ძალიან მიყვარხარო, მაგრამ მე შეყვარებული მყავს და ცოტა დრო მინდა რომ მომცე და ყველაფერი დავალაგოვო.
თავი სულელად ვიგრძენი. თან საშინელი სურვილი გამიჩნდა მისი თავი შუაზე გამეხლიჩა და შიგ ჩამეხედა, რადგან გამეგო თუ რას ფიქრობდა ამას რომ მეუბნებოდა. რათქმაუნდა ჩემი ფიქრი ფიქრად დარჩა, რადგან შეუძლებელია ადამიანის ტვინს ჩახედო თუ სერიული მკვლელი არ ხარ და რადგან მკვლელი არ ვარ, ამიტომ რამოდენიმე შეკითხვა დავუსვი შეშფოთებულმა. (რათქმაუნდა შევშფოთდი, მე გოგო, რომელიც ბიჩებს ისე ვუყურებდი და ვექცეოდი როგორც მარიონეტებს, მეთვითონ აღმოვჩნდი მარიონეტის სიტუაციაში).
მაგრამ მან პირობა მომცა და მის შესასრულებლად ბევრი დრო არ დაჭირვებია.
ეხლა კი ვზივარ ჩემს საწოლზე, ვფიქრობ წარსულზე და იმ ყველაფერზე რაც ჩემს ირგვლივ ხდებოდა... ეხლა ვხვდები რა არის გრძნობა სიყვარული და რამდენი ტკივილის მოტანა შეუძლია მას, ამიტომ არასდროს , არასდროს არ უნდა ითანაშო ადამიანის გრძნობებზე, ის ყველაზე მტანჯველი სასჯელია ადამიანის, თუ ცალმხრივია. ეხლა კი მე ვნანობ და მინდა ყველა იმ ბიჭს ბოდიში მოვუხადო, რომლის გრძნობებზე მე ერთხელ მაინც მითამაშია. :)))