Monday, June 2, 2014

ცხოვრება, ბრძოლა და ჩემი გონება ....

რა ცუდია როცა გინდა წერო რამე, გინდა წერო ისევ ისე როგორც ერთი წლის წინ... გინდა წერო, მაგრამ არ ხდება ახალი არაფერი. გონებაც უკვე გამარტივებული გეჩვენება. ყველაფერს პრიმიტიულად აღიქვამ და შესაბამისად ყველაფერი პრიმიტიულად აღგიქვამს შენ.
არ გამქრალა ის მე, ადრე რომ ვიყავი... არასდროს წასულა და არც გონების შესაძლებლობები დამიყვანია მინიმუმამდე. არის მომენტი როცა ვგრძნობ რომ ძალიან ბევრი, საკუთარი თავი დავხარჯე. უცებ იმდენი აზრი გროვდება თავში, უცებ იმდენი სიტყვა იყრის თავს. ახლა კი ვეღარც ვწერ, აღარც არაფერს ფგრძნობ და განვიცდი, აღარც კი მეტირება.... :((( ისე ხანდახან პაუზაც აუცილებელია... როდის აითვლება ისევ წამები ... 1... 2... 3.... ჩავიფერფლე, მაგრამ ვგრძნობ ხელახლა მალე დავიბადები. ნელ-ნელა გულმაც დაიწყო რიტმის დარღვევა და ზოგჯერ გამალებითაც მიცემს. მრავალწერტილები ...... მრავლის მთქმელი მდუმარე მრავალწერტილები... !!! არ მინდა ეს პრიმიტიული, უაზრო სიტყვების რახარუხიც, ამოვიდა ყელში.... ხანდახან მიუწვდომელი, მიუღწეველიც ისე ახლოა, ხანდახან კიდე საერთოდ არა :(((


ჩემი გონება არენას მომაგონებს, სადაც სხვადასხვა ძალთა ზემოქმედებას აქვს ადგილი. ხშირად ვერ ვათვითცნობიერებ ჩემს გონებაში გაჩენილ ფიქრებს და აზრებს, თუ საიდან მოდიან ისინი, მაგრამ ბევრი ფიქრის, გონებაში საკუთარ თავთან მსჯელობის მერე ვასკვნი, რომ ეს განპირობებულია იმ სიტუაციებით, რომელშიც მთელი ცხოვრების მანძილზე მიხდება ყოფნა, იმ პრობლემებით, რომელიც თან ახლავს ჩემს არსებობას, გარემო სამყაროს მოვლენებით და თუნდაც საგნებიდან მიღებული შთაბეჭდილებებით....
 არა მარტო მე, არამედ ჩვენ ყველანი ვეჭიდებით მოთხოვნილებებს, ვნებებს, ლტოლვებს მთელს ჩვენს სიცოცხლეს ყველა ჩვენი ძლიერი თუ სუსტი წერტილებით, ვებრძვით პრობლემებს, ვეჭიდებით უმძიმეს სირთულეებს და ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ მშვიდები და ბედნიერები... ბედნიერები, იმიტომ რომ ჩვენ ამ ბრძოლაში ყოველთვის ვიმარჯვებთ, იმიტომ კი არა რომ ისინი არიან სუსტები, არამედ იმიტომ რომ ჩვენ ვართ ძლიერები.
წარმოიდგინეთ რამდენი უაზრო ფიქრი და დარდი გვაწუხებს ძილის წინ, როდესაც ვშფოთავთ და არ ვიცით რა მოვუხერხოთ ამ მძიმე წამებს. ფიქრები, დაუოკებელი სურვილები,რომლების მონადაც ვიქცევით ხოლმე ადამიანები, რომლებსაც მთელი ცხოვრების მანძილზე წყალს ვუსხამთ და ვანებივრებთ ჩვენი უსუსურობით. პიროვნების საწყისი უსუსურობაა, რომელიც უდიდეს კვალს ტოვებს პიროვნების სამყაროში. ჩვენ ყველას ძალიან დიდი სურვილი გვაქვს ვიყოთ ბედნიერნი, მაგრამ არ ვიცით და ვერც ვგრძნობთ როგორ მივაღწიოთ სრულყოფილებას და სიმშვიდეს.
დღევანდელი ადამიანის ცხოვრება გაჟღენთილია დაძაბული სიტუაციებით, რთული ცხოვრებისეული მომენტებით. ყოველი სიცოცხლის მშვენიერ წამს გვიწევს ჭიდილი და ბრძოლა გადარჩენისთვის, მაგრამ ჩემი აზრით ბრძოლა სიცოცხლის მთავარი კანონია და ჭეშმარიტება....

Sunday, May 25, 2014

ბოდიში"პრინცებს"

ყველაფერი დაახლოებით ექვსი წლის წინ დაიწყო. მაშინ პატარა გოგო ვიყავი და საკმაოდ გიჯური გატაცებები მქონდა... უბრალო 17 წლის გოგო, რომელსაც არაფერი გაეგებოდა ამ ცხოვრების. ჩემი ტოლები როცა მთელ დღეს სარკესთან ატარებდნენ, იმ იმედით რომ შეიძლებოდა ქუჩაში თავის "პრინცს" შეხვედროდნენ, მე მაგაზე არც კი მქონდა ნაფიქრი და სწორედ მაშინ გამოჩნდა "ის", ხო "ის" ასე ვუწოდებ პირობითად, რომელმაც ბავშვური გრძნობები გააღვიძა ჩემში ცოტა ხნით, მერე კი ისე გაქრა ჩემი ცხოვრებიდან თითქოს არც არასდროს ყოფილა.


დღეს კი უკვე დიდი ვარ. ყველაფერს შესანიშნავად ვაანალიზებ და "პრინცებსაც" ცოტა გავუგე. ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის ჩნდებოდნენ ბიჭები, რომლებზეც გოგოები გიჟდებოდნენ, მაგრამ ისინი ჩემში არანაირ აღფრთოვანებას და გაგიჟებას არ იწვევდნენ. მათ ისე ვექცეოდი როგორც ასანთის ღერებს: ვითამაშებდი, ავანთებდი, ბოლომდე დავწვავდი და მერე თავიდან ვიშორებდი. ეს ერთგვარ სიამოვნებას მანიჭებდა. მეგონა შემეძლო ყველა ბიჭი ჩემი გამხდარიყო ვისაც მოვისურვებდი, მაგრამ ცეცხლთან თამაში სახიფათოა, მეც ფეხი დამიცდა და ამ ცეცხლში გადავეშვი. ჩემი პირველი "ის" სიყვარული გამოჩნდა და თავში ჩამიკაკუნა : "იცი მე აქ ვარ მარიამ და არსად არ წავსულვარო!"
ერთი-ორჯერ facebook-ზე მომწერა, მეც მეგობრულად "წავემეტიჩრე" და მივხვდი, თურმე ის "ის" ისევ არსებობს, სადღაც სიღრმეში. ურთიერთობის აღდგენას ბევრი დრო არ დაჭირვებია, ლაფარაკი სოციალური ქსელით, მერე ერთი მეგობრული შეხვედრა და გაუგებრობის ლაბირინთში დავიკარგე.
ჩემი პრინცი საყვარელი ბიჭია, აი ისეთი ქუჩაში რომ ცოტანი დადიან, მისნაირებს ჟურნალის ყდებზე თუ ნახავთ, ან სარეკლამო რგოლში და გოგოები რომ გიჟდებიან: მაღალი, შავგვრემანი, კურნოსა ცხვირით და ლამაზი ტუჩებით, მამაკაცური მხრებით და მკლავებით, სწორი, გრძელი თითებით, საოცარი მზერით და წყნარი, მშვიდი საუბრით. (მისი ხმის ტემბრი, ინტონაცია ჩემთვის გამაბრუებელი და სასიამოვნოა)


მოკლედ რომ ვთქვა და ბევრი არ ვილაპარაკო, მოვიდა და მითხრა: შენთან მინდა ყოფნა, სულ შენზე ვფიქრობ, ძალიან მიყვარხარო, მაგრამ მე შეყვარებული მყავს და ცოტა დრო მინდა რომ მომცე და ყველაფერი დავალაგოვო. 
თავი სულელად ვიგრძენი. თან საშინელი სურვილი გამიჩნდა მისი თავი შუაზე გამეხლიჩა და შიგ ჩამეხედა, რადგან გამეგო თუ რას ფიქრობდა ამას რომ მეუბნებოდა. რათქმაუნდა ჩემი ფიქრი ფიქრად დარჩა, რადგან შეუძლებელია ადამიანის ტვინს ჩახედო თუ სერიული მკვლელი არ ხარ და რადგან მკვლელი არ ვარ, ამიტომ რამოდენიმე შეკითხვა დავუსვი შეშფოთებულმა. (რათქმაუნდა შევშფოთდი, მე გოგო, რომელიც ბიჩებს ისე ვუყურებდი და ვექცეოდი როგორც მარიონეტებს, მეთვითონ აღმოვჩნდი მარიონეტის სიტუაციაში).






მაგრამ მან პირობა მომცა და მის შესასრულებლად ბევრი დრო არ დაჭირვებია.
ეხლა კი ვზივარ ჩემს საწოლზე, ვფიქრობ წარსულზე და იმ ყველაფერზე რაც ჩემს ირგვლივ ხდებოდა... ეხლა ვხვდები რა არის გრძნობა სიყვარული და რამდენი ტკივილის მოტანა შეუძლია მას, ამიტომ არასდროს , არასდროს არ უნდა ითანაშო ადამიანის გრძნობებზე, ის ყველაზე მტანჯველი სასჯელია ადამიანის, თუ ცალმხრივია. ეხლა კი მე ვნანობ და მინდა ყველა იმ ბიჭს ბოდიში მოვუხადო, რომლის გრძნობებზე მე ერთხელ მაინც მითამაშია. :)))

Saturday, May 24, 2014

"ნაცნობი" ბიჭის წერილი მე!

ეს მე ვარ და შენ გწერ, ჩემო !
შენ კი ის სულელი, ჩერჩეტი გოგო ხარ, მე რომ მესამყაროება. ჩემს სამყაროს მარიამი ჰქვია. ის შენი სურნელით არის გაჟღენთილი, რომელიც ნაზია, მაგრამ ცელქი და მოუსვენარი სიოსავით მეალერსება, მაგიჯებს და მერე ..... მარტოობის მწარე ფიქრებთან მტოვებს.
მე შენ მიყვარხარ !
შენ კი - უბრალოდ შენ ხარ...
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ჯერ კიდევ ნიღბები გვეკეთა და ერთმანეთს „მონსტრობანას“ ვეთამაშებოდით. მაშინ არ ვიცოდი, რომ შემიყვარდებოდი სამყაროსხელაზე და ყველაზე ნამდვილი, გულუბრყვილო შიშით შემეშინდებოდა შენი დაკარგვის. მაშინ უბრალოდ შენს კალთაზე მედო თავი და ბრმა თვალებში მიყურებდი, საიდანაც უბსკრული გიმზერდა, არ გეშინოდა ნეტა? .... უცებ წამოვიწიე, მე შენ გაკოცე... და მაშინ აღრიალდნენ გრძნობები ჩემში.


ზღვას გავხარ, მასავით უკონტროლო და დაუოკებელი... სიგიჟეს სიგიჟეზე აკეთებ, ყოველი ფეხის ნაბიჯზე სიახლეებით აოცებ ყველას, ეს კი ჩემს გრძნობებს უფრო დაუოკებელს და ძლიერს ხდის... ალბათ მაგიტომ ამოგირჩიე ჩემს სამყაროდ !
უკვე დიდი ხანია სიტყვებში ტავტოლოგიად მექეცი! შენ ჩემთვის სამყარო წესებს ქმნი. როცა ჩემთან ხარ შენ იმ სიგარეტს გავხარ, პირველი ნაფაზი შვებას რომ განიჭებს, ბოლო კი ყველაზე მეტად გენანება...
მაგრამ რომ იცი მაინც დაწვავ...
ეხლა ჟრუანტელია მთელი თბილისი და ყველგან, და ყველგან მე მარტო შენ მჭირდები.... მილანი... ეს ის ქალაქია სადაც ლოდინი არ უყვართ და იმედებს ოცნებებზე ამრავლებენ მეკი ოცნებებიც გამირბის უკვე. აქ შენ ჩემი აკვიატებული კაპრიზი ხარ. აქ „რომეოები და ჯულიეტები“ არიან, მე კი ისევდაისევ „მარიტებზე“ ვფიქრობ და მე ამ ქალაქში გიჟი ვარ ყველა ლოგიკით.
სხეულში რომ სული ვეღარ ეტევა-აი ისე ვარ... სიტყვები კი ვენებშია გასული... შორს ხარ, გზაჯვარედინზე შენი სილუეტი დგას და ჩემს პულსაციას განაგებს... მარიამ ჩემი სტიქია ხარ და როცა შენ ამას აღიარებ, მე აღარ შემეშინდება კატაკლიზმების.
მოდი
მოდი
მოდი
ხანდახან მგონია რომ უნდა მოხვიდე, თვალებზე ნაზი ხელები ამაფარო და გაზაფხული შნი სურნელით აავსო.
მე აუცილებლად მეყვარებოდი წინა ცხოვრებაშიც... ეხლა ისე მინდა რომ იყო ჩემთან, ჩემს მკლავს ეხებოდეს შენი თმები, მის სურნელს ვგრძნობდე და შენს ნათქვამ, ყველაზე სულელურ სიტყვებს ვუსმენდე. შენი ღიმილი, ძირს დახრილი შავი თალები და ის ტუჩები რომლის გამო სიცოცხლესაც კი დავთმობდი ... მინდა გიყურო მაშინ როცა გეძინება და არ მეშინოდეს უშენოდ გატარებული ღამის.
როცა ვიგრძენი, რომ ერთი უძლური, უარაფრო ადამიანი ვიყავი უშენოდ, მე გავითვალე, ისე რომ ჩვენ ორივენი დავრჩით თამაშში.
მიყვარხარ !!!

არ არსებობს ბედნიერი ცხოვრება, არსებობს ბედნიერი წუთები....






მაშინ, როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ და ვფიქრობ, თუ რა დაეხმარება და უშველის ჩემს უხასიათობას, წარმოვიდგენ ხოლმე მომენტს , რომელიც ნამდვილად გამაბედნიერებდა.ბევრი სიტუაცია შეგიძლია წარმოიდგინო, რომელიც დაგეხმარება, რომ დროებით მოწყდე ხანდახან მოსაწყენ, საშინელ თუ გამაღიზიანებელ რეალობას. მქონია ცხოვრებაში წუთები, როდესაც თავი ყველაზე ცუდ ან უბედურ ადამიანად მიგრძვნია, ძალიან სულელური მიზეზის გამო, მაგრამ გამხსენებია ის ბედნიერი წუთები, რომელთა განმეორება ყველაზე მეტად გამახარებდა.
რთულ მომენტშიც ბედნიერ ადამიანად ვიგრძნობდი თავს, თუ ვიქნებოდი განმარტოებით, თბილ და პატარა სახლში, სადაც ჩუმად ვიჯდებოდი ხალიჩაზე, მექნებოდა პლედი მოხვეული და ბუხართან გავთბებოდი. ცხელი შოკოლადიც არ მაწყენდა.. ყოველთვის თვალწინ მიდგება ეს სიტუაცია, როდესაც განმარტოება ან დასვენება მინდა.

ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვიგრძნობდი თავს იტალიაში რომ დავბადებულიყავი. ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვიგრძნობ თავს, თუ იტალიაში გადავალ საცხოვრებლად, კარგად ავაწყობ საქმეებს, კარგი კარიერა მექნება და თან მეყოლება პატარა ფისო. გავიცნობდი იტალიელ მუჩაჩოს, რომელთანაც შევქმნიდი ოჯახს და ბედნიერად ვიცხოვრებდით. :D :D :D  (ოცნებას კაცი არ მოუკლავსო ნათქვამია).
ბედნიერი ვიქნებოდი, სკეპტიკოსად რომ არ დავბადებულიყავი. ბოლომდე არაფრის მჯერა და ვერავის ვენდობი, რაც ვთვლი,რომ საშინელებაა.
თავს ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ,როდესაც ბებიასთან ერთად ვარ. არ ვიცი ესე განსაკუთრებით რატომ მიყვარს ეს ადამიანი. ვფიქრობ, არავის არ შეუძლია ისე უყვარდეს,  როგორც მე მიყვარს ბებია, ამიტომ მასთან გატარებული 1 წუთიც კი ყველაზე ტკბილ მოგონებად მექცევა ხოლმე.. ყველაზე თბილი, მეგობრული, კეთილი, საყვარელი ადამიანია.
მიყვარს დილა როცა სახლში მარტო ვარ, მუსიკას ვუსმენ და ოთახიდან ოთახში დავბოდიალობ . ამ დროს არავინ მეუბნება მარიამ ჭამე, ჩაიცვი, დალიე :D
მიყვარს წუთები, რომელსაც ჩემს საყვარელ მეგობრებთან ერთად ვატარებ და ღამეებს ვათენებ მათთან ერთად. მიმაჩნია, რომ არც ერთი მათთან გატარებული წამი არ არის ფუჭად დაკარგული.
მიყვარს წუთები, როცა დეიდასთან ვარ, რომელიც ყოველთვის მზადაა მომისმინოს და ჩემთან საუბარში მთელი დღე გალიოს. თან ათასი სასუსნაოთი გამიხალისოს დღე.
მიყვარს  ის წუთები როცა ჩემს ანასთან და თამთასთან ერთად ნაყინს ვჩამ მაკდონალდში, როცა ლექციებზე ჩაბჟირებამდე ვიცინით და შენიშვნების მიუხედავად მაინც ვლაპარაკობთ ათას სისულელეზე.
ბედნიერია ყოველი ის წუთი როცა ჩემს პატარა დას უკნიდან ვეპარები და თმებს ვაწიწკნი, ან უბრალოდ ვაწვალებ ის კი ყველა ძალას ხმარობს ჩემგან თავის დასახსნელად. როცა რაღაც სგიჟეებს ვუყვები და ის ამის გამო ნერვებზე იშლება :D :D :D .
ბედნიერებაა ყოველი დილა, როცა დედა ოთახში შემოდის და ფულს მაგიდაზე მიდებს :D
ბედნიერებაა,  როცა გრძნობ ვიღაცას  ძალიან უყვარხარ და ამ სიყვარულს მუდმივად გამოხატავს.
ბედნიერებაა ის შეგრძენება, როცა 2 თვის უნახავ ლიკას ხედავ, ის კი ჯიუტად გიმეორებს რომ უბრალოდ დრო არ აქვს ხშირად რომ გნახოს.
ბედნიერებაა, ტელეფონზე ანოს ხმის გაგონება: “ -როგორ ხარ დამპალო“ (ან რაღაც ამდაგვარი) და დედაჩემის ზარი საღამოს 10 საათზე: „-მარიამ სახლში მოდი“ :D თიკას ბუზღუნი და კატოს  : „ კაი რა მარიამ, როდის უნდა გაიზარდო? (წარბის აწევით) :D :D
მე ბედნიერი ვარ, როდესაც ზღვაზე ვარ წამოწოლილი და ვუყურებ ღამით ცას, რომელიც ვარსკვლავებით არის მოჭედილი. ბედნიერი ვარ, როდესაც სოფელში ვკითხულობ ბებიაჩემის ძველ წერილებს და წიგნს, რომელიც წლების განმავლობაში ივსებოდა ჩემი ოჯახის წევრების მოგონებებით.ბედნიერი ვარ, რადგან მყავს კარგი სამეგობრო წრე და ოჯახი. ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ვიოცნებო ყველაზე და ყველაფერზე. ბედნიერი ვარ, როდესაც მეუბნებიან, რომ ჩემი შექმნილი/დაწერილი მოწონთ. ბედნიერი ვარ, როდესაც მიზანს ვაღწევ და ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც ირგვლივ ყველა და ყველაფერი კარგადაა.


გული... ნკო ლორთქიფანიძე


"რამდენჯერ მიფიქრია (და ალბათ თქვენც გიფიქრიათ) გულზე, ამ პატარა ორგანოზე, რომელიც რამდენ რამეს იტევს, ითმენს, ტკივა… მაშინ გიფიქრიათ ალბათ ამაზე, როცა ძალიან, ძალიან გყვარებიათ… ალბათ ყველაზე ნაკლებად ამ დროს სამშობლოს სიყვარულზე, სამშობლოში დაბრუნებისას გულის გამალებით ძგერაზე გიფიქრიათ… სამშობლოს ხსენებაზე აქვე გამახსენდა ნოდარ დუმბაძის ფრაზა:
“იქნებ ვაზია სამშობლო? აბა დააკვირდით: თუ დაბლარია დაჩოქილმა უნდა დაკრიფო, თუ მაღლარია ცაში ხელაპყრობილმა, ორთავე საოცრად ჰგავს ლოცვას. ლოცვა კი ისე არაფერს უხდება, როგორც სამშობლოს.”
სწორედ სულის ამაფორიაქებელი, სამშობლოს სიყვარულზე დამაფიქრებელი მოთხრობაა ნიკო ლორთქიფანიძის “გული”, რომლის კითხვისას  ჟრუანტელი მივლის.. რომელიც ვთვლი, რომ ნებისმიერ ქართველს უნდა ჰქონდეს წაკითხული":
ამ მინიატურაში ზოგადფილოსოფიური თემაა გაშუქებული და თითქოს წმინდა ეროვნული არაფერია. მაგრამ, როცა მიცვალებულის ოთახში მოხუცი დედა ქვითინით ეუბნება მიცვალებულ შვილს: „ასე გამომიმეტე ქვრივი ოხერი? სადაა შენი კარგი გული, ამდენის ვაით და ვუით რომ ჩაგიდგი საგულეში?”, მაშინვე სურათს ქართული იერი ენიჭება და ეს თითქოს განყენებული ,,გული” ეროვნული სულის და ხასიათის მატარებელ ნაწარმოებად წარმოგვიდგება.
  ქვეყანა თავზე გვენგრევა, ხალხმა სიყვარული დაკარგა. თავისუფლების,სამშობლოს სიყვარული, ერი დაემსგავსა საძოვარზე მიშვებულ ნახირს,რომელსაც მხოლოდ ერთი საქმე აქვს – სძოვოს. .. „რანი ვართ: სიმართლე უნდა მოგახსენოთ: საძოვარზე გადაგდებული, გათითოკაცებული, ყოფილი ერი.”  რამაც ჩვენს ქვეყანაში მიგრაცია პოპულარული გახადა. საზოგადოება მასიურად ტოვებს საქართველოს საზღვრებს, რადგან ფიქრობენ რომ ბედნიერებას უცხო ქვეყანაში იპოვიან და დაიკმაყოფილებენ იმ ელემენტარულ მატერიალურ სურვილებს, რომელსაც საქართველში ვერ ახერხებენ. ისინი მიდიან და ტოვებენ ოჯახებს, ნათესავებს, მეგობრებს ... და რა ხდება ამის მერე?
არაფერი... სიცარიელე, სიბნელე, სიჩუმე.... და მონატრებად ქცეული ოჯახი,მეგობრები, ნათესავები...  ოცნება სამშობლოში დაბრუნებაზე... მარტოობის შიში.... და უამრავი სხვა მტანჯველი განცდა, რომელიც მთელ სხეულს შიგნიდან ედება, ღრღნის, აწამებს და გულს ნელ-ნელა ფერფლად აქცევს... და ბოლოს ტკივილი სიყვარულის, საყვარელი ადამიანები გვერდით არ არიან და სიკვდილიც ნავარდობს, ის უკვე ადვლად სწვდება სულს და ფერფლად ქცეული გულიც ჩერდება...
„დის ნაზ ხელს არ გაუსწორებია სასთუმალი; ნაცნობებს არ მოუკითხავთ; დედას არ დაუყრია ცხარე ცრემლები.“
ის მოკვდა უცხოეთში!

ჩემო ძვირფასო მეზობლებო!



გული მტკივა, სული მეხუთება და მინდა გესაუბროთ იმაზე რასაც ძალიან განვიცდი. ვფიქრობ ეს პრობლემა მარტო მე არ მაწუხებს, ეს უკვე საქართველოს მთლიან მაშტაბს ეხება, მაგრამ საიდანღაც ხომ უნდა დაიწყოს ამ პრობლემის აღმოფხვრა... სულ მცირედი ჩვენ ჩვენ თავს ხომ მაინც უნდა ვცეთ პატივი??? –
-მე ინტელიგენტი ვარ!
ამ ფრაზას ხშირად გაიგონებთ დღევანდელი საზოგადოებისგან, თუ ინტელგენტობას არ იჩემებენ პრეტენზია მაინც აქვთ რომ გახდნენ ინტელიგენტები, ილია ჭავშავაძის გმირები ლუარსაბ და დარეჯან თათქარიძეებიც იყვნენ „ვითომ ინტელიგენტები“ .... მაგრამ რა არის ან  ვინ არის ინტელიგენტი??? !!!!  პასუხი დიდხანს ვეძებე და მივაგენი... შეიძლება ეს ჩემი მიგნება თქვენი გადმოსახედიდან მცდარი იყოს, მაგრამ მე ვთვლი და ვფიქრობ რომ ჩემი შეხედულება სწორია და თუ ვინმეს სხვა აზრი და შეხედულება გაქვთ მომიყვანეთ არგუმენტები და დამიმტკიცეთ რატომ ვცდები...
ინტელიგენტი - განათლებული, შეგნებული, კულტურული ადამიანი.
ჩემი აზრით, საქართველოს დღევანდელ რეალობაში ინტელიგენციას საზოგადოების ალბათ 5% წარმოადგენს... ეს ცოტაა არაა??? როცა საქართველოში თითქმის ყველა ოჯახში დიპლომები აწყვია, ამ ოჯახის წევრებს კი თავი შეგნებულ და კულტურულ ადამიანებად მოაქვთ... მაგრამ მთავარი დიპლომი და ღიმილიანი სახით მეზობლების მოკითხვა ხომ არ არის შეგნებულობა და კულკტურა??? კულტურა არც მარტო სახლის დაგვა და სუფთა სამოსის ჩაცმა არაა, არც ჯიპით სრიალი ქუჩებში და არც ფულით გაძეძგილი საფულე...
ჩემი საყვარელბი და ვცხოვრობ, რომელთაც თითქმის ყოველ დღე ვხვდები, ვესალმებ და პატივს ვცემ ... (იმათაც ვუყვარვარ ალბათ სადღაც გულის სიღრმეში და პატივსაც მცემენ ) .... მე ვსაუბრობ ჩემს მეზობლებზე.... ჩემს ინტელიგენტ, კულტურულ და შეგნებულ მეზობლებზე...
ისინი ყოველ დილით დგებიან, სხდებიან მანქანებში და მიდან სამსახურებში წვერ გაპარსულები.... მაგრამ რომელიმეს კულტურა და შეგნება აქვს??? რათქმაუნდა აქვთ, რადგან კულტურა, შეგნება , პატივისცემა და სიყვარული ბევრნაირია.
 მაგალითად: როცა სადარბაზოში ადიხარ და სიგარეტის ბიჩოკებს დაგვილ და ჩარეცხილ სადარბაზოში მეზობელი ქალის საპატივსაცემოდ  დააგდებ,  მერე მთელი ძალით რომ ჩაახველებს და დიდი სიყვარულით კარების წინ რომ დაუფურთხებ, შემდეგ კი შემოგხედავს და გამარჯობას მოკითხვასაც რომ დააყოლებს...
პატივის ცემა არაა ის, როცა სადარბაზოს დაგვი და შემდეგ ნაგავს ქვედა მეზობელს რომ გადამოუხვეტავ კიბეებზე? ამ დროს კი ნაგვის ურნა ლამის სახლის კარზეა მიმაგრებული....
ის კულტურა და შეგნება არაა, როცა აივანზე დადგები და ოცნებობ რაც შეიძლება შორს გადააგდო ნაგავი, თუმცა მერე ხედავ , რომ შენი ნასროლი ნაგავი ხეს ჩამოეკიდა, მაგრამ ეს არაფერია ქარი ამოვარდება და გაფანტავს... ჩვენ სადარბაზოში სავარაუდოდ ღამე კანალიზაციაც არ მუშაობს, რადგან  ყოველ ღამე რაღაც საეჭვო სითხეს ასხავენ ფანჯრიდან... 
ჩემ პატივისცემას თავი დავანებოთ, ჩემი ქვედა მეზობელი უარეს მდგომარეობაშია... ერთხელ დამირეკა და შემომჩვლა, მეკი მას მთელი გულით ვუთანაგრძნე...
-         მარიამ, შვილო გთხოვ გადმოიხედე ჩემი ფანჯრის „რეშოტკებზე“ (უნდოდა ეთქვა გისოსები) „სიბინძურით გაჟღენთილი „ სველი ხელსახოცები ჰკიდია....
პატივისცემა არაა ის როცა მოხუცი მეზობლის ქალი, ვიღაცას 10 ლარს უხდის ყოველ კვირას რომ მისი ფანჯრევის წინ ზედა მეზობლების მიერ გადმოყრილი სიბინძურებიი მოხვეტოს, რადგან მას თავისი ავადმყოფობის გამო ამის ძალა არ შესწევს, ხოლო მოხვეტილი და დასუფთავებული ფანჯრის წინ ზედა სართულის მეზობელი მეორე დთეს აგურებს რომ დაუყრის? ეს ხომ შეგნება და კულტურაა და რაც მთავარია უზომო სიყვარული, პატივისცემა მეზობლის....
იქ სადაც, ეზოში და სადარბაზოში ყელამდე ნაგავი ყრია, როცა მეზობელი მეორე მეზობელს თავზე მზესუმზირის ნაფრცქვენებს აყრის  იქ ინტელიგენტი ბავშვი არასოდეს არ გაიზრდება... მე უკვე გაზრდილი ვარ და ჩემზე არ ვწუხვარ , იფიქრეთ საკუთარი შვილების შინაგან კულტურაზე...

დიდი სიყვარულით თქვენი მარიამი :*

Friday, May 23, 2014



სად  არის  საქართველო?!


ყოველთვის მეგონა, რომ პატრიოტი ვიყავი, მთელი გულით მიყვარდა ჩემი სამშობლო და მისთვის მტერსაც კი თავს შევაკლავდი! ცოტა საასცილოდ კი ჟღერს გოგოს მხრიდან  მტერს თავს რომ აკლავ, მაგრამ აქ მთავარი სურვილია და არა მისი გამოხატვის ფორმა.
რაც თავი მახსოვს ჩემს გარშემო, ყოველთვის  იყვნენ ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთ წასვლაზე ოცნებობდნენ. ყველას წასვლის სხვადასხვა მზეზი ჰქონდათ. ზოგს განათლების მიღება სურდა, ზოგს გართობა,  უმრავლეს შემთხვევაში კი სიღარიბის გამო უნდოდათ სამშობლოს დატოვება. მაგრამ ამ ადამიანებს არასდროს უფიქრიათ იქაურ ემიგრანტულ ცხოვრებაზე რომელიც წინ ელოდათ. უამრავი უძილო ღამე და უფულო დღეები, ხოლო როცა გაგიმართლებს მუშაობას დაიწყებ ოფიციანტად, მენაგვედ, ჩავარდნილი მოხუცის ან ბავშვის მომლელად. დროებითი ვიზის ვადის გასვლის შემდეგ უნდა დაემალო საემიგრაციო სამსახურს, პარალელურად კაპიკ-კაპიკ აგროვო ფული და უგზავნო ახლობლებს, რომლებიც თავიდან ცრემლებით შეხვდნენ შენ წასვლას სამშობლოდან, შემდეგ კი გავალდებულებენ რომ ფული გამოუგზავნო. ემიგრანტის ტანჯვა-წამების ხარჯზე , მისი ახლობლები ირემონტებენ ბინებს და ყიდულობენ ძვირფას ტექნიკას და თან თავს ამეტებენ სხვა ადამიანებს,რადგან მათ სხვაზე მეტი ფული აქვთ. გადის დრო, გიპყრობს ნერვოზი და გეძალება ნოსტალგია, მაგრამ თავს იიმედებ რომ შორეულ საქართველოში, ვიღაცას ძალიან ენატრები და ფულის გამო კი არა ქვს შენთან ურთიერთობა, არამედ იმიტომ, რომ უყვარხარ.
საქართველოში ყოფნა, რა თქმა უნდა, გაცილებით ადვილია არც არავინ მოგენატრება და არც სულიერი ტკივილები დაგტანჯავენ, არც ხშირად დაასველებ ბალიშს ცრემლებით, არც უცხო გარემოსთან მოგიწევს შეგუება ენის და ქვეყნის ტრადიციების არცოდნის გამო…
საქმე იმაშია, რომ ყველა ადამიანს გვინდა ვიყოთ საჭირონი, რაც არ უნდა ბედნიერად ვგრძნობდეთ თავს აქ, მაინც გავიუარესებთ ყოფას და გავიქცევით ევროპაში, ოღონდაც ვიყოთ სასარგებლონი და საჭირონი.  ჩვენ მზად ვართ, რომ ვიყოთ მენაგვეები, მიმტანები, მუშები, მოხუცების ძიძები საზღვარგარეთ და ამას არ გავაკეთებთ საქართვველოში, რადგან აქ ცხოვრობენ  ადამიანები, რომლებსაც სასაცილოდ მიაჩნიათ შენი სამსახური, რომლებიც თვლიან, რომ არარაობა ხარ თუკი ხარ მენაგვე ან მუშა. შენ არ გინდა იყო შენი ქვეყნის დამლაგებელი, მისი აღმშენებლი და მომვლელი, რადგან ყოველ ფეხის ნაბიჯზე დგანან სნობები, რომლებსაც წიგნი უჭირავთ ხელში (შესაძლოა არც არასდროს გადაუშლიათ) და ცინიკურად გირტყავენ მას თავში, თან გეუბნებიან, რომ გაუნათლებელი ხეპრე ხარ და იმიტომაც გაქვს ხელში ცოცხი ან ნიჩაბი! შენ არ გინდა  ემსახურო იმ ადამიანებს, რომლებიც დედას გაგინებენ, რომლებიც გჭორავენ, უხეშად ერევიან შენს პირად ცხოვრებაში, არ დაუხრი თავს იმათ, რომლებსაც თავი დიდი ვინმე ჰგონიათ და გირჩევნია მოისმინო ეს სხვა ქვეყნის მოქალაქისგან, რომელსაც არ აქვს შეხება შენს ქვეყანასთან და მისგან მოსმენილი დამცირება გაცილებით ადვილი ასატანია, ვიდრე შენი ახლობლისგან.
საბოლოოდ კი იმ დასკვნამდე მივედი, რომ ქართველი ემიგრანტები მარტო ფულის გამო არ მიდიან საზღვარგარეთ. იქ მათ უწევთ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც ავტობუსში ბილეთს არ უღებენ, სტუმრად მისასვლელად რამოდენიმე დღით ადრე უწევთ შეთანხმება მასპინძელთან და რაც მთავარია, ორი ჭიქის დალევის შემდეგ დანის გასაყრელად არ გაგიმეტებენ.
ახლა კი ვხედავ, რომ ერთი დიდი ჭაობის შუაგულში ვიმყოფებით და რაც დრო გადის, მით უფრო ვიძირებით ამ ჭაობში და არც არაფერს ვაკეთებთ ამის გამოსასწორებლად.მე მიყვარს ჩემი ქვეყნის კულტურა, მაგრამ არ მიყვარს ხალხი, რომელიც დღეს თუ არა ხვალ მაინც მოსპობს ღირებულებებს მათი არასათანადოდ გააზრების გამო. მე მიყვარს ჩემი ქვეყნის მიწა, მაგრამ უარყოფითად ვარ განწყობილი დედისმაგინებელი და ღიპზეყანწდადებული კაცუნების მიმართ. მე მიყვარს ჩემი სამშობლო, სადაც შემიძლია ვაკეთო ის, რაც სწორად მიმაჩნია, ვისწავლო, წავიკითხო, გავიზარდო შინაგანად, მაგრამ არ მიყვარს ის საქართველო, სადაც ამ ყველაფრის გაკეთების სურვილი ხანდახან მიქრება ხოლმე. მე მიყვარს ქვეყანა, სადაც ვიმეგობრებთ განსხვავებულ ადამიანებთან და პატივს ვცემთ სხვის ნიჭს, მაგრამ არ მიყვარს ის ქვეყანა, სადაც ვცემთ და ვაგინებთ სხვანაირებს და ბოღმით ვსკდებით სხვათა წარმატების დანახვისას.
მე მინდა ვნახო ისეთი საქართველო სადაც საზოგადოება ერთმანეთს შინაგანი მეთი დააფასებს და არა იმით თუ როგორი თანამდებობა უკავია მას სამუშაოზე. მინდა ქართველმა ემიგრანტებმა შეძლონ სამშობლოში დაბრუნება და მუშაობა ისე რომ არავინ არ დასცინოთ, იმიტომ რომ არიან დამლაგებლელბი და არა მინისტრები.