Monday, June 2, 2014

ცხოვრება, ბრძოლა და ჩემი გონება ....

რა ცუდია როცა გინდა წერო რამე, გინდა წერო ისევ ისე როგორც ერთი წლის წინ... გინდა წერო, მაგრამ არ ხდება ახალი არაფერი. გონებაც უკვე გამარტივებული გეჩვენება. ყველაფერს პრიმიტიულად აღიქვამ და შესაბამისად ყველაფერი პრიმიტიულად აღგიქვამს შენ.
არ გამქრალა ის მე, ადრე რომ ვიყავი... არასდროს წასულა და არც გონების შესაძლებლობები დამიყვანია მინიმუმამდე. არის მომენტი როცა ვგრძნობ რომ ძალიან ბევრი, საკუთარი თავი დავხარჯე. უცებ იმდენი აზრი გროვდება თავში, უცებ იმდენი სიტყვა იყრის თავს. ახლა კი ვეღარც ვწერ, აღარც არაფერს ფგრძნობ და განვიცდი, აღარც კი მეტირება.... :((( ისე ხანდახან პაუზაც აუცილებელია... როდის აითვლება ისევ წამები ... 1... 2... 3.... ჩავიფერფლე, მაგრამ ვგრძნობ ხელახლა მალე დავიბადები. ნელ-ნელა გულმაც დაიწყო რიტმის დარღვევა და ზოგჯერ გამალებითაც მიცემს. მრავალწერტილები ...... მრავლის მთქმელი მდუმარე მრავალწერტილები... !!! არ მინდა ეს პრიმიტიული, უაზრო სიტყვების რახარუხიც, ამოვიდა ყელში.... ხანდახან მიუწვდომელი, მიუღწეველიც ისე ახლოა, ხანდახან კიდე საერთოდ არა :(((


ჩემი გონება არენას მომაგონებს, სადაც სხვადასხვა ძალთა ზემოქმედებას აქვს ადგილი. ხშირად ვერ ვათვითცნობიერებ ჩემს გონებაში გაჩენილ ფიქრებს და აზრებს, თუ საიდან მოდიან ისინი, მაგრამ ბევრი ფიქრის, გონებაში საკუთარ თავთან მსჯელობის მერე ვასკვნი, რომ ეს განპირობებულია იმ სიტუაციებით, რომელშიც მთელი ცხოვრების მანძილზე მიხდება ყოფნა, იმ პრობლემებით, რომელიც თან ახლავს ჩემს არსებობას, გარემო სამყაროს მოვლენებით და თუნდაც საგნებიდან მიღებული შთაბეჭდილებებით....
 არა მარტო მე, არამედ ჩვენ ყველანი ვეჭიდებით მოთხოვნილებებს, ვნებებს, ლტოლვებს მთელს ჩვენს სიცოცხლეს ყველა ჩვენი ძლიერი თუ სუსტი წერტილებით, ვებრძვით პრობლემებს, ვეჭიდებით უმძიმეს სირთულეებს და ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ მშვიდები და ბედნიერები... ბედნიერები, იმიტომ რომ ჩვენ ამ ბრძოლაში ყოველთვის ვიმარჯვებთ, იმიტომ კი არა რომ ისინი არიან სუსტები, არამედ იმიტომ რომ ჩვენ ვართ ძლიერები.
წარმოიდგინეთ რამდენი უაზრო ფიქრი და დარდი გვაწუხებს ძილის წინ, როდესაც ვშფოთავთ და არ ვიცით რა მოვუხერხოთ ამ მძიმე წამებს. ფიქრები, დაუოკებელი სურვილები,რომლების მონადაც ვიქცევით ხოლმე ადამიანები, რომლებსაც მთელი ცხოვრების მანძილზე წყალს ვუსხამთ და ვანებივრებთ ჩვენი უსუსურობით. პიროვნების საწყისი უსუსურობაა, რომელიც უდიდეს კვალს ტოვებს პიროვნების სამყაროში. ჩვენ ყველას ძალიან დიდი სურვილი გვაქვს ვიყოთ ბედნიერნი, მაგრამ არ ვიცით და ვერც ვგრძნობთ როგორ მივაღწიოთ სრულყოფილებას და სიმშვიდეს.
დღევანდელი ადამიანის ცხოვრება გაჟღენთილია დაძაბული სიტუაციებით, რთული ცხოვრებისეული მომენტებით. ყოველი სიცოცხლის მშვენიერ წამს გვიწევს ჭიდილი და ბრძოლა გადარჩენისთვის, მაგრამ ჩემი აზრით ბრძოლა სიცოცხლის მთავარი კანონია და ჭეშმარიტება....